“სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად იქნება და ყველა სცენარს ეფექტიანად უპასუხებს” – ლევან მახაშვილი

“პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე სერიოზული პოზიციის დაფიქსირება ძნელია. ყოველ დღე მსგავსი სახის განცხადებებით გვანებივრებს. 4 ოქტომბერს განსაკუთრებული არაფერი მოხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, მოქალაქეებს ემოციები რაღაცნაირად 4 ოქტომბრამდე მიატანინონ.

“სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად იქნება და ყველა სცენარს ეფექტიანად უპასუხებს. დღეს მათი განცხადებების უკან არაფერი დგას, რაც შეიძლება, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იყოს. რევოლუციის, თუ დამხობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება. მათ აქვთ უფლება მყვირალა განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას თუ დაიწყებენ, სამართლიანი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები