სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო შესწორებებს ეხმაურება.
„ელემენტარული საღი აზრი რომ კანონით გახდება დასაცავი. ასეთ პრობლემებს წარმოშობს უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე დიქტატი. სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.