მარიამ ლაშხი – EBRD-ის მონაცემებზე: ეს სასიხარულო მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორი მიზანდასახული, სწორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას

„ეს სასიხარულო მაჩვენებელი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა თუ როგორი მწყობრი, როგორი მიზანდასახული, სიფრთხილით სავსე და სწორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, როგორც ეკონომიკურ ნაწილში, ასევე, უსაფრთხოების ნაწილში,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ როგორც მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ასევე, დაგეგმილ და სწორად გათვლილ პოლიტიკას აქვს შედეგი.

„კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ როგორც მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ასევე, დაგეგმილ და სწორად გათვლილ პოლიტიკას აქვს შედეგი, რომელიც გამოიხატა ამ მაჩვენებლით. აქაც ერთი ფაქტორი არის ის, რომ იმ შეფასებებში, სადაც საქართველო მოწინავე ადგილს იღებს ვხედავთ, რომ არის ობიექტური შეფასებები, რომელიც დაცლილია პოლიტიკური რიტორიკისგან თუ სხვადასხვა ინტერესებისგან. ასეთი ტიპის მაჩვენებლებში, სადაც მდგენელი არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული რეფორმები და გადადგმული ნაბიჯები, იქ ყოველთვის საქართველო ლიდერობს. რომ შევადაროთ თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს – მოლდოვასა და უკრაინას, რომლებზეც ევრობიუროკრატები მიგვითითებენ, რომ ყველაზე უფრო მზად არიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხედავთ, რომ გაუარესება აქვთ 4.5%-ით და მათი მაჩვენებელი ზრდის არის 2.5%.

აქაც უნდა შევხედოთ საქართველო, რომელიც მოწინავე არის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, ასევე, ევროპულ ქვეყნებსაც, უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პოლონეთთან, რომელსაც 3.5% აქვს, მასზე ორჯერ უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა აქვს. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როდესაც ფიქრობ შენს მოსახლეობაზე, როდესაც მოსახლეობის კარნახით გეგმავ, როგორც შენს საგარეო პოლიტიკას, როგორც შიდა რეფორმებს, იქნება ეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა, ყოველთვის აისახება შენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეგახსენებთ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები