ტაივანსა და ფილიპინებში 24 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, რაგასა ტროპიკულ შტორმად იქცა

ტაიფუნი „რაგასა“ ტროპიკულ შტორმად დასუსტდა, თუმცა კვლავ მძიმედ მოქმედებს აზიის ზოგიერთ რეგიონზე. ქარიშხალმა ტაივანსა და ფილიპინებში,სულ მცირე, 24 ადამიანი იმსხვერპლა,- ამის შესახებ “BBC” წერს.

ოფიციალური მონაცემებით, ტაიფუნმა ჩრდილოეთ ფილიპინებსა და აღმოსავლეთ ტაივანში ძლიერი წვიმა და ქარები მოიტანა, რამაც ხიდების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

ჰონკონგსა და სამხრეთ ჩინეთში, მათ შორის გუანჯოუსა და შენჟენში, ასობით ფრენა გაუქმდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი უსაფრთხოების მიზნით აიძულეს, უსაფრთხო ადგილებზე გადასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები