“ზელენსკი ადამიანის უფლებების დარღვევაზე როცა საუბრობს, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელ ადგილს იკავებს საქართველო და რომელს უკრაინა” – მაჭავარიანი

“ზელენსკი ადამიანის უფლებების დარღვევაზე როცა საუბრობს, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელ ადგილს იკავებს საქართველო და რომელს უკრაინა, დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით”, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, ქუჩიდან იტაცებენ მოქალაქეებს. იქ რა ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი. როდესაც ასეთ პრობლემებში არის თავისი ქვეყანა და ასეთი მაღალი ტრიბუნით სარგებლობისას ბატონი ზელენსკი საქართველოს ახსენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები