ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია”, საირიგაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ ჭიაურში, კვირიას არხზე სამუშაოებს ატარებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და 270 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
2012-2024 წლებში, კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8725 ჰექტარს შეადგენს.