სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაცვის ფორუმისა და სანაპირო დაცვის გლობალური სამიტის რიგით მეოთხე პლენარული სხდომის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ური ფირცხალაიშვილმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, შოთა მიროტაძემ იტალიაში, ქალაქ რომში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაცვის ფორუმისა და სანაპირო დაცვის გლობალური სამიტის რიგით მეოთხე პლენარული სხდომის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ღონისძიებაზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის – ოკეანე და უსაფრთხოება, საზღვაო ვითარების ცნობიერება ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში, ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი საზღვაო სფეროში არსებულ მზარდ გამოწვევებთან გასამკლავებლად და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები საზღვაო სფეროში.
“იტალიის სანაპირო დაცვის მიერ დაგეგმილ გლობალურ სამიტში მონაწილეობა 120-ზე მეტმა ქვეყანამ და 40-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო”, – წერია ინფორმაციაში.