თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.

პროექტირების პროცესი აერთიანებს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს, მათ შორის უნდა ჩატარდეს კვლევითი და ესკიზური სამუშაოები, შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი; პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ასევე, ავტორის ზედამხედველობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები