თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტომობილი გზიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად, დაიღუპა ორი ახალგაზრდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.