8 სექტემბერი ია ნინიძის დაბადების დღეა
8 სექტემბერი მსახიობ ია ნინიძის დაბადების დღეა. კულტურის სამინისტრო მას დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ თეატრისა და კინოს მსახიობს ია ნინიძეს. ია ნინიძემ დიდი რეჟისორების ფილმებში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ის ქართველებისთვის, პირველ რიგში, არის გოგონა “ვერის უბნის მელოდიებიდან”. გამორჩეულია მის მიერ შესრულებული როლი თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”; წლების განმავლობაში თამაშობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე კახი კავსაძის, რამაზ ჩხიკვაძისა და სხვა ლეგენდარული მსახიობების გვერდით.
ია ნინიძის სახელი ასოცირდება ნიჭიერებასთან, მრავალმხრივ შესაძლებლობებთან, სილამაზესთან და შინაგან სიძლიერესთან. მისი სახელობის ვარსკვლავი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, ხალხის სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ქალბატონ იას ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას შემოქმედებით გზაზე“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.