იანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა

2014 წლის იანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა.
მონაცემებს საქართველოს ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს.
ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოს 2014 წლის იანვარ–სექტემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 504 502.7 ათასი ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, 2014 წლის იანვარ–სექტემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 5 362 614.4 ათასი ლარი შეადგინა, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (5 307 945.0 ათასი ლარი) 101%-ია, მათ შორის – გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 908 700.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად, მიღებული იქნა 5 039 306.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.7%;
გრანტების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 123 715.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად, მიღებული იქნა 126 109.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 101.9%-ია;
2014 წლის იანვარ–სექტემბერში არაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსულობების მოცულობამ (65 981.0 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (61 500.0 ათასი ლარი) 107.3%;
ვალდებულებების ზრდით მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 1 023 094.0 ათასი ლარი, რაც გეგმის – 1 119 167.0 ათასი ლარის 91.4%-ია;
2014 წლის იანვარი-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა შეადგინა 6 182 802.1 ათასი ლარი რაც 9 თვის გეგმური მაჩვენებელის (6 747 604.3 ათასი ლარი) 91.6%-ია.
სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე მიიმართა 584 271.7 ათასი ლარი, რაც 9 თვის გეგმის (609 944.5 ათასი ლარი) 95.8% შეადგენს. – მათ შორის საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 470 119.9 ათასი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 95.7%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები