„შეიხ აჰმედ კამილ ეფენდის შენობის რესტავრაცია: ტევჰიდჰანეს კედლის მხატვრობა“ – პრეზენტაცია გაიმართება

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, მემკვიდრეობის კონსერვაციის ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართება პრეზენტაცია „შეიხ აჰმედ კამილ ეფენდის შენობის რესტავრაცია: ტევჰიდჰანეს კედლის მხატვრობა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოხსენების ავტორია არქიტექტურის რესტავრაციის დოქტორი ერკან კამბეკი (სტამბოლის ისტინის უნივერსიტეტი).
პრეზენტაცია ხორციელდება, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება” (FR-24-26235) ფარგლებში.
პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ქართული თანამიმდევრული თარგმანით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები