ხანძარი თბილისში – მეხანძრეებმა 83 წლის ქალბატონის გადარჩენა შეძლეს

  გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეხანძრეებმა 83 წლის ეკატერინე მაისურაძის გადარჩენა შეძლეს. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართულები, ასევე სახურავი დაზიანდა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. სპეციალისტებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები