აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ში 19 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5 ბალიანი შტორმი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი შეიქმნა, რომლის მართვის კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის შემადგენლობაში შედიან შს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები.
ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=pk-PqyACzHA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები