მერაბიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

   ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. სასამართლომ დღეს არასწორი განაჩენი გამოიტანა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება,- ამის შესახებ კომენტარი ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა.
“ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში. ხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა ყველა ის ფაქტი, რაც მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაცვის მხარეს ჰქონდა. მართალია, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს გასაჩივრების შემთხვევაში, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი, თუმცა ამისთვის ყველა ინსტანციას გამოვიყენებთ”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები