ქარელის მერია: 800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება

,,ქარელის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

,,ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქარელში დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.

800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, განახლდება საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. აგრეთვე, მოეწყობა ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები – გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები