ქარელის მერია: აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულება 7.5 მილიონ ლარს შეადგენს.

,,ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.

500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

ითვალისწინებს: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ლაბორატორიის მოწყობას, სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სრულ განახლებას, სკოლის ადაპტაციას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულება 7.5 მილიონ ლარს შეადგენს.

სკოლის განახლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აგარის მოსწავლეების საგანმანათლებლო გარემოს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები