ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილეებთან ილია ზარდიაშვილთან, ვაჟა გაჩეჩილაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ სხვილისში დასრულებული ხიდის პროექტი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ სხვილისში, მდინარე ფოცხოვისწყალზე მდებარე 74 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.

“პროექტით გათვალისწინებული იყო არსებული ხიდის სავალი ნაწილის ლითონის ფენილის მოწყობა. კოროზირებული კოსნტრუქციების გაწმენდა, დაზიანებული რკინა-ბეტონის კედლების აღდგენა. ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხიდზე პანელ-მავთულით დამცავი ბადე მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

აღნიშნული ხიდი, სოფელ სხვილისს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს და მისი რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები