რიმა ბერაძე: რუსული იარლიყის მიკერება ზოგადად „დიფ სთეითის“ აპრობირებული რიტორიკაა

,,რუსული იარლიყის მიკერება ზოგადად „დიფ სთეითის“ აპრობირებული რიტორიკაა. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს და არავითარ შემთხვევაში რუსულ საქმეს”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან გარე ძალების მიერ, წინააღმდეგი არიან, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.

„რაც შეეხება დიფ სთეითის გავლენებს, ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი გააქტიურებულია 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ არ ჩავერთეთ ომში. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან გარე ძალების მიერ, წინააღმდეგი არიან, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, წესრიგი, ეკონომიკური განვითარება“, – აცხადებს ბერაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები