ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის ქვეყნების სპიკერებთან ვისაუბრებთ ევროკავშირში ინტეგრაციაზეც

,,დღეს ვხვდებით აზიის, აფრიკის ლათინური ამერიკის და ასევე ევროპის ქვეყნების სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს. გვექნება საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე შავი ზღვის რეგიონში”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნების სპიკერებთან შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციაზეც იქნება.

„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ რა თქმა უნდა საუბრის თემა იქნება შიდა პოლიტიკური ვითარება, კარს მომდგარი მუნიციპალური არჩევნები და რა თქმა უნდა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. გვინდა რომ ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ პირველწყაროდან ის, თუ რა ხდება საქართველოში, რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული და მათ შორის კანონებთან დაკავშირებითაც მივაწვდით ინფორმაციას“, – აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები