დავით მათიკაშვილი: გლობალური ძალები, რომლებიც ამერიკაშიც მოქმედებენ, ყველაფერს კადრულობენ
“გლობალური ძალები, რომლებიც ამერიკაშიც მოქმედებენ, ყველაფერს კადრულობენ,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმ სკანდალმა, რომელიც არის აგორებული დონალდ ტრამპის საარჩევნო მარათონთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ მანიპულაციებს, რაც ქართველი რადიკალების მხრიდან აქვს ადგილი. ეს გლობალური ძალები, რომლებიც ამერიკაშიც მოქმედებენ და რომელთა სიმძიმის წერტილი ასევე არის ევროპაში გადმონაცვლებული, ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, შეუძლიათ, პრეზიდენტობის კანდიდატს დააბრალონ პრორუსულობა. „დიფ სთეითი“ იგივე სახით ცდილობს, თქვას და თავი გაიმართლოს, რომ რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებში, ევროპული ქვეყნების არჩევნებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, Fox News Digital-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია“, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივი გაევრცელებინა – მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების მონაცემები საპირისპიროს მიანიშნებდა.