კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისგან სასწაულების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს და ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ვადების დასახელებაზე უარი თქვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევმა მოსკოვს ამ კვირაში თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვის შეთავაზება გაუგზავნა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარება სურს.
„არ არსებობს საფუძველი, ველოდოთ რაიმე გარღვევას სასწაულების კატეგორიაში – ეს ძნელად შესაძლებელია ამჟამინდელ სიტუაციაში. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ინტერესების დაცვას, ვაპირებთ ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფას და იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც თავიდანვე დავისახეთ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.