თორნიკე შენგელიას 2 ქულა და 3 პასი ლონდონში

  საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების და ამერიკის ნაციონალაური საკალათბურთო ასოციოაციის გუნდის – “ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდმა – თორნიკე შენგელიამ ლონდონში ითამაშა, მისმა “ბრუკლინმა” კი “ატლანტა” 127:110 დაამარცხა. მატჩი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნბა-ს გლობალური პოლიტიკის ფარგლებში ჩატარდა, რაც ამერიკული პროფესიული ლიგის და ზოგადად კალათბურთის მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარიზაციას ემსახურება.
ლონდონის ცნობილ არენა O2-ში გუნდებმა საჩვენებელი ხასიათის თამაში გააჩაღეს, რაც დაცვაში მარწუხების მოდუნებას გულისხმობდა. შესაბამისად, მატჩიც უხვქულიანი გამოდგა. თანაკონფერენციელი მოწინავე გუნდის ძლევა ბრუკლინელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
წყარო:  http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=139&info_id=10215

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები