გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ხონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  დევნილებმა ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხი პირადად მთავრობის თავმჯდომარისგან და მინისტრებისგან მიიღეს.

შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები