დაკომპლექსებული ქმრები და წარმატებული ცოლები – რას ფიქრობენ ფსიქოლოგები

 

                     რა გახდა ილიაუნიში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი და რა მოტივით დაჭრა სასიკვდილოდ ლაშა მაღრაძემ ყოფილი მეუღლე მაკა წივწივაძე, ამის თაობაზე საზარელი მკველობიდან მალევე რამდენიმე ვერსია გამოითქვა.
მოკლულის გარემოცვის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ლაშა მაღრაძე ყოფილ მეუღლეს მასთან შერიგებას აიძულებდა და მუქარისშემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.10733592_306611732878350_122403755_n
ფსიქოლოგების განმარტებით, მათ პროფესიულ პრაქტიკაში მამაკაცების მხრიდან მეორე ნახევარის ძალადობრივი ხერხების გამოყენებით შენარჩუნების პრეცედენტები არცთუ ისე იშვიათია.
“კვირასთან“ საუბრისას ფსიქოლოგი ელენე სამუშია აცხადებს, რომ მოძალადე მამაკაცებში ცოლის მხრიდან გაყრის გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ, აგრესია ერთი ორად მატულობს.
სამუშიას განცხადებით, ფსიქოლოგები აღნიშნული პრობლემის მქონე ქალბატონებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან.
თუმცა, მისივე თქმით, თითოეული მოძალადე მამაკაცის მიერ ძალადობის გამოხატულების ფორმები ინდივიდუალურია.
შესაბამისად, არ არსებობს უნივერსალური მეთოდი, რომელიც პრობლემას ეფექტურად გადაჭრის.
“ოჯახის დანგრევის შემდეგ, ქალბატონებს თავისთავად აქვთ სტრესი და ეს სტრესი ორმაგდება, თუ მისი ყოფილი მეუღლე ძალადობის გზით, მუქარით ცდილობს უკან დააბრუნოს ის. ჩვენ ასეთი პრობლემის მქონე ქალბატონებს მაქსიმალურად ვეხმაურებით ამ სტრესიდან გამოსვლაში, თუმცა მსხვერპლი ყოფილი ცოლების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა ძალოვანი უწყებების კომპეტენციაა.
მოძალადე მამაკაცი, ერთი შეხედვით, ძლიერი ბუნების ჩანს, თუმცა ეს სულაც არაა ასე. როდესაც ის დაინახავს, რომ მისი მხრიდან გამოხატული ძალადობის აღკვეთას შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები შეეცდებიან, დიდი ალბათობით ის შეწყვეტს ძალადობის მსხვერპლზე ძალადობის განხორციელებას. აუცილებელია, რომ ჩვენ-ფსიქოლოგებმა, სამართალდამცველებმა რესურსი მაქსიმალურად ჩავდოთ ძალადობის და ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განუცხადა “კვირას“ ელენე სამუშიამ.
როგორც ცნობილია, მოკლული ახალგაზრდა ქალბატონი მაკა წივწივაძე ბრიტანული საბჭოს წევრი, ილიას სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი იყო და წარმატებული კარიერა ჰქონდა. რამდენად უქმნიდა პიროვნულ დისკომფორტს ეს ფაქტორი ორჯერ ნასამართლევ ლაშა მაღრაძეს, უცნობია.
ფსიქოლოგები არ მალავენ, რომ მამაკაცების ნაწილისთვის უსიამოვნო ხდება, როცა ხედავს, რომ მისი მეორე ნახევარი მეტად რეალიზებული და წარმატებულია ვიდრე თავად.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის “სტიმულის“ ხელმძღვანელის დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, მამაკაცების ნაწილს, მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ მისმა მეორე ნახევარმა პროფესიაში წარმატებულ კარიერა გაიკეთა, ლიდერის პოზიციის დაკარგვის შეგრძნება უჩნდებათ.
ფსიქოლოგი აცხადებს, რომ “დაკომპლექსებული“ ქმრები წარმატებული ცოლების მიმართ პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საბაბით დაწყებული კონფლიქტი შესაძლოა, ოჯახის დანგრვითაც დასრულდეს.
“ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს მანამ, სანამ შეუღლდებიან, თუ მამაკაცი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, რომ ქალს, რომელსაც მისი ცოლის სტატუსი ექნება, არ უნდა მუშაობდეს. ასეთ შემთხვევაში თავად ქალბატონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა კარიერის დათმობად ქორწინება. რაც არ უნდა დიდ სიყვარულზე იყოს დაფუძნებული ოჯახი, როცა ხდება ინტერესების გადაკვეთა, წყვილი სიყვარულის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. სამწუხაროდ, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები მქონია. როდესაც ცოლი მეტ წარმატებას აღწევს, კარიერულად იზრდება, მამაკაცი კი გარკვეულ დონეზე რჩება, მას უჩნდება კომპლექსი, რომ ვეღარ ასრულებს ძირითად ფუნქციას, რასაც მარჩენალის ფუნქცია ჰქვია. ზოგიერთ მამაკაცს არ მოსწონს, როცა მიის ცოლი მასზე ფინანსურად დამოკიდებული არ არის. პრაქტიკაში არსებობს ფინანსური ძალადობის ფაქტები, ანუ ქმრის მიერ დაუსაქმებელი ცოლის შანტაჟი და იმისი ხშირად შეხსეენება, რომ თუ ქალი მისგან წავა, თავს ვერ ირჩენს. გამოცდილებამ, საბედნიეროდ, აჩვენა, რომ ასეთი სტერეოტიპული მენტალიტეტის მქონე მამაკაცების რიცხვი თანდთანობით კლებულობს, რაც იმედისმომცემი ფაქტია“, – განუცხადა „კვირას“ დიანა ნიკოლაიშვილმა.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები