სათნოების სახლის ბენეფიციარების ნაწილი საავადმყოფოს დღეს დატოვებს
სამტრედიის სათნოების სახლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ “კვირას“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ თადუმაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბენეფიციართა ნაწილს საავადმყოფოდან სათნოების სახლში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ. “ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამტრედიის სათნოების სახლის ცხრა ბენეფიციარი მკურნალობდა. ჩემი ინფორმაციით, მოხუცებულთა ნაწილს საავადმყოფოდან სათნოების სახლში დღეს გადაიყვანენ. ის მოხუცები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით გაუარესებულია, კვლავ რჩებიან საავადმყოფოში. ვფიქრობ, ისინიც მალე დატოვებენ დაწესებულებას“,- განუცხადა “კვირას“ ავთანდილ თადუმაძემ.
12-13 თებერვალს სამტრედიის სათნოების სახლში 5 ბენეფიციარი დაიღუპა, რამდენიმე მოხუცი კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ A ტიპის ვირუსი აღენიშნებათ.