“საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი” – გამოცდების ეროვნული ცენტრი
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა, ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს და, ბარათებთან დაკავშირებით, შესაბამის რჩევებს აქვეყნებს.
“საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;
დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.