18 ივნისი დიმიტრი ერისთავის დაბადების დღეა

დღეს დიმიტრი ერისთავის დაბადების დღეა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის
ინფორმაციით, ფერმწერი, ილუსტრატორი და კინომხატვარი, დიმიტრი ერისთავი, შემოქმედებითი ძიებების საშუალებით გამორჩეულ რეალისტურ სამყაროს ქმნის. მხატვართან ყოველდღიური რეალისტური სცენები პოეტურად და ორიგინალურადაა ნაჩვენები.
მის მიერ შექმნილი პორტრეტები თუ ქალაქური სცენები კარგად ირეკლავს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს და ინდივიდუალური ხელწერით ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ იდეურ თუ სტილურ დოგმებს.
ავტორი თავის გრაფიკებსა და კინომხატვრობის ნიმუშებში თბილისურ სცენებსა და სახეებს მთელი თავისი თვითმყოფადობით ხატავს.
დიმიტრი ერისთავი პოეტურ-რეალისტურ მხატვრულ სამყაროს ნიუანსებსა და ყოფიერების საკითხებში ჩაღრმავებით ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები