ვოლსკი – 2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაზე: შედეგი არის მძიმე და სავალალო, რაც მივიღეთ ისედაც ურთულეს სიტუაციაში

“შედეგი არის მძიმე და სავალალო, რაც მივიღეთ ისედაც ურთულეს სიტუაციაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოფელ ჩორჩანაში 2019 პოლიციის საგუშაგოს გახსნის შედეგებზე საუბრისას აცხადებს.

„შედეგი არის მძიმე და სავალალო, რაც მივიღეთ ისედაც ურთულეს სიტუაციაში. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. საოკუპაციო ტერიტორიას მოემატა მილიონი კვადრატული მეტრ და თანაც ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიური ცხოვრებისთვის რაღაც გარკვეულ რესურსს იღებდა. ასე რომ, მძიმე შედეგი რასაკვირველია, არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები