გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაა. ასევე, განხორციელდა ტაქსების რეფორმის სამი ეტაპი.
„თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი. არის მოწესრიგებული სისტემა და არა ქაოსური, ამასთანავე, ის მნიშვნელოვნად აწესრიგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის წვდომას პარკირებებთან, ვიზიტორებისთვის კი ეს პროცესი გამარტივებულია. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ სატრანსპორტო ნაკადების შემცირებაზეც დადებითად აისახოს“, – აღნიშნა ტყემალაძემ.
ელექტრომობილებზე საუბრისას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობას ყოველთვის აქვს წახალისებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა.
„ელექტრომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვართ განსაკუთრებულად დახმარების რეჟიმში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ეს მიმართულება. ის გადაწყვეტილებაც, რომ უკვე დამატებით 200 დამტენი იქნება ჩვენს ქალაქში, ამ მიდგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ტყემალაძემ.
თბილისის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა შედგა.
„ამ თემაზე ნამდვილად იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ნაადრევი, რამდენად იქნებოდა გამართლებული, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს, როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტებს, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით, ვიზუალურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ რეფორმის მესამე ეტაპი უკვე დასრულებულია“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც … განაცხადა, ამ დროისთვის დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე 12 980 საპარკინგე ადგილია განსაზღვრული, აქედან 8 293 ადგილი 2021-2025 წწ დაემატა.
მისივე თქმით, რეფორმის ?? ფარგლებში პარკირების ადგილებზე წვდომა გაუმჯობესდა ქუჩის მცხოვრებთათვის და გამარტივდა ვიზიტორთათვის.
„ზონალური პარკირება სრულიად უფასოა: ადგილობრივ მცხოვრებთათვის, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისთვის და A კატეგორიის ტაქსებისთვის. ამასთანავე, საპარკინგე ზონებში შემცირდა სატრანსპორტო ნაკადები. ქუჩის მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომა გაუმჯობესდა, პარკირების ადგილებზე ვიზიტორთათვის პარკირება გამარტივდა“, – აღნიშნა…
ელექტროდამტენების პროგრამაზე საუბრისას, … განაცხადა, რომ ქალაქის მასშტაბით 97 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები. ამასთან, 2025 წელს გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით 198 დამტენის განთავსების შესახებ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა ტაქსების რეფორმის ყველა ეტაპზე და აღნიშნა, რომ ….
მან დედაქალაქის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პრეზენტაციისას ისაუბრა
პირველი ეტაპი მოიცავდა ტაქსების რეგისტრაციას, მეორე ეტაპი – დაწესდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე; მესამე ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებზე უსასყიდლოდ გაიცა A კატეგორიის 35 558 ნებართვა, მოქმედების შეუზღუდავი ვადით. ამასთანავე, დაემატა იურიდიული პირებისთვის ტაქსის ლიცენზიის შეძენა/მართვის შესაძლებლობა და A კატეგორიის ავტომობილს ავტობუსის ზოლში მოძრაობისა და გაჩერების უფლება მიეცა.