ქართული აკაპელა ჯგუფი The Bookmarks ლაიფციგის აკაპელის საერთაშორისო ფესტივალუს (International a cappella festival Leipzig) გამარჯვებული გახდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულმა აკაპელა ჯგუფმა The Bookmarks, ლაიფციგის აკაპელას საერთაშორისო ფესტივალში (International a cappella festival Leipzig) მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა, 2026 წელს კი გერმანიაში, ფესტივალის ფარგლებში The bookmarks-ის სოლო კონცერტი ჩაინიშნა.
ფესტივალი და საფინალო კონცერტი ცნობილ Gewandhaus-ის დარბაზში გაიმართა. Bookmark-მა, როგორც გამარჯვებულმა ჯგუფმა სამი სიმღერა შეასრულა ისეთი ცნობილ აკაპელა ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton” ფინეთიდან და “Amarcord” გერმანიიდან.