დავით ქართველიშვილი: დღეს „ტოპ ტვინების” ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაცმოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეაფასა სოციალურ ქსელში და დაწერა: „მას სახეზე აწერია კგბ. აშშ-ის სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანებს აძლევს ძალაუფლებას. სირცხვილი.”

დავით ქართველიშვილის განმარტებით, რადიკალებმა მორიგი არაადეკვატური დასკვნა გამოიტანეს, როცა ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია.

„დღეს „ტოპ ტვინების” ციებ-ცხელების დღეა, რადგან მზეზე მაგნიტური ქარიშხალი ყოფილა. დასავლეთის სპეცსამსახურებს გადაწვდნენ და, რა თქმა უნდა, იქაც რუსეთი დაინახეს – ცნობილმა ფიზიონომისტმა არველაძემ ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხა. აკაცუკების შტატგარეშე ანთროპოლოგმა ნანულამ კი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში, სომხურ-პოლონურ-ებრაულ- ქართულ ფესვებში კი, პირიქით – რუსოფობია ამოიკითხა და ამ აღმოჩენით მთელი დღე “ქოცებს” აშინებს. მერე კი წაუკითხეს მეტრეველის ცნობილი ციტატა: “ჩვენ საფრთხეს რუსეთიდან კი ველოდებით, მაგრამ, არა – რუსი ხალხისგან” – და საგონებელში ჩავარდა: ორი უცნობით ასეთი განტოლება ცხოვრებაში ჯერ არ ამოუხსნია – ამით მეტრეველს რისი თქმა უნდოდა, ნანულა გაიხლართა”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები