„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ: ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), გიორგი ლომდარიძე (კონტრაბასი), ნოდარ ჟვანია (ალტი), ლიზი რამიშვილი (ჩელო). პროგრამაში იყო ფრანც შუბერტის კვინტეტი „კალმახი“, ლა მაჟორი, D. 667. ანსამბლი „ბასიანი” მსმენელის წინაშე ხალხური სიმღერებით და საგალობლებით წარდგა.
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრეებმა პატივი მიაგეს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრნენ.
ფესტივალი, რომლის დამფუძნებლები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, „თორაძის ფონდი“ და ფონდი „ქართული გალობა“, 18 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები