დავით ჩიხელიძე: კახა კალაძის იტალიაში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას, ზღაპრები სანქციების მოქმედების შესახებ ევროკრეტინებისთვის არის გათვლილი და ის რეალობას არ ასახავს

იმ ოპოკრეტინების საყურადღებოდ, რომლებიც მიუხედავად 21-ე საუკუნისა, ქვევრში სხედან და ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა,- ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კახი კალაძის იტალიაში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას, ზღაპრები კი, სანქციების მოქმედების შესახებ ევროკრეტინებისთვის არის გათვლილი და ის რეალობას არ ასახავს.

„სერიიდან ქართული ოცნების წარმომადგენლები იზოლირებული არიან და მათ არავინ ხვდება.
ან ოპოზიცია იტყუება ან იტალია არის რუსეთი, მილანი კი ჩელიაბინსკი, უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი, აბა ოპოზიცია ტყუილს როგორ იკადრებს!
ეს ხუმრობით, ახლა კი სერიოზულად, იმ ოპოკრეტინების საყურადღებოდ, რომლებიც მიუხედავად 21-ე საუკუნისა ქვევრში სხედან და ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა, ვინც არ იცით გეტყვით რომ აღნიშნული თანამდებობა იტალიაში საკმაოდ მნიშვნელოვანია და ისინი მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსები არ არიან. შეხვედრის უპირველეს მიზანს თბილისის და ლომბარდიის მხარის დაახლოება და მათ შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა, მოხდა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში თბილისს, ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაცია ეწვევა, რაც ორი რეგიონის დაახლოების გზაზე პირველი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
კახა კალაძის იტალიაში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას, ზღაპრები სანქციების მოქმედების შესახებ ევროკრეტინებისთვის არის გათვლილი და ის რეალობას არ ასახავს.“-წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები