დავით ჩიხელიძე: ვის რაში აინტერესებს ვინმე იოსელიანი ან მისი მეუღლე ბოკუჩავა, არცერთ მათგანს არც რეიტინგი და არც პოლიტიკური წონა არ აქვს, სწორედ ამიტომ თვითონვე შეთხზეს ისტორია, რომ როგორმე ცოტახნით ზედაპირზე ტივტივი შეეძლოთ

,,თინა ბოკუჩავას დღევანდელი განცხადება, წინასწარ გაწერილი სცენარის, უნიჭო შესრულება არის. ვის რაში აინტერესებს ვინმე იოსელიანი ან მისი მეუღლე ბოკუჩავა, არცერთ მათგანს არც რეიტინგი და არც პოლიტიკური წონა არ აქვს, სწორედ ამიტომ თვითონვე შეთხზეს ისტორია, რომ როგორმე ცოტა ხნით ზედაპირზე ტივტივი შეეძლოთ”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თინა ბოკუჩავამ, განცხადების დროს ისე, რომ ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, შსს-ს ახალი მინისტრიც ახსენა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ოპოზიცია მალე დაიწყებს გელა გელაძის დისკრედიტაციის ფართომასშტაბიან კამპანიას. ოპოზიციას ვურჩევ, მსგავსი სცენარები თავისთვის შეინახოს, რადგან ქართულ საზოგადოებას მსგავსი იაფფასიანი ფანდებით არ ტყუვდება და საპროტესტო მუხტს, ვერ გაზრდიან.

„თინა ბოკუჩავას დღევანდელი განცხადება, წინასწარ გაწერილი სცენარის, უნიჭო შესრულება არის. ვის რაში აინტერესებს ვინმე იოსელიანი ან მისი მეუღლე ბოკუჩავა, არცერთ მათგანს არც რეიტინგი და არც პოლიტიკური წონა არ აქვს, სწორედ ამიტომ თვითონვე შეთხზეს ისტორია, რომ როგორმე ცოტა ხნით ზედაპირზე ტივტივი შეეძლოთ. მარტივია, როცა არ არის სკანდალი ის შენ უნდა შეთხზა. სკანდალის შეთხზვაში და ტყუილების გავრცელებაში ოპოზიცია დახელოვნებულია, მაგრამ ზოგჯერ შეცდომებს ისინიც უშვებენ. ბოკუჩავას ისტორიაში ორი მაგრამ არის, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, მისი ქმარი 8 საათის განმავლობაში იყო გატაცებული და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, როგორც ფიქრობთ ადამიანი რომ მართლა აგეტაცებინათ, მისი ადგილსამყოფელი 8 საათის განმავლობაში უცნობი ყოფილიყო, ბოკუჩავა როგორ მოიქცეოდა? მინიმუმ ბრიფინგს ჩაატარებდა, საელჩოებს საქმის კურსში ჩააყენებდა, ტელევიზიები მხოლოდ გატაცებაზე ისაუბრებდნენ, შავ ნოდარა კი სიუჟეტებს გააკეთებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან გატაცება არ ყოფილა! საკითხში მეორე უზუსტობაც არის, ადამიანი გაიტაცეს, მასზე გარკვეული სახის ზეწოლა განახორციელეს, მაგრამ დაზიანება არ მიუღია. ცოტა უცნაური ხომ არ არის?
თინა ბოკუჩავამ, განცხადების დროს ისე, რომ ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, შსს-ს ახალი მინისტრიც ახსენა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ოპოზიცია მალე დაიწყებს გელა გელაძის დისკრედიტაციის ფართომასშტაბიან კამპანიას. ოპოზიციას ვურჩევ, მსგავსი სცენარები თავისთვის შეინახოს, რადგან ქართულ საზოგადოებას მსგავსი იაფფასიანი ფანდებით არ ტყუვდება და საპროტესტო მუხტს, ვერ გაზრდიან!“ – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები