“მე ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში” – მამუკა ხაზარაძე

“მე ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

ხაზარაძის თქმით, პარტია ბრძოლაში შესვლის მომხრეა.

“რა იქნება უკეთესი, ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? ჩვენ ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები და პოლიტ პატიმრების გამოშვება გაძლიერდება, თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კოლეგებს დიალოგს სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები