საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს, UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია, საელჩოს ფეისბუკგვერდზე ვრცელდება, რომელსაც თან ახლავს ფოტო, სადაც დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილს ხელს ართმევს.

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე, სუპერ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები