ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მოწოდებაზე: რაოდენ გაბანკროტებულია ქართული ოპოზიცია, რომ მხოლოდ და მხოლოდ უცხოური მითითებით შეუძლიათ პოლიტიკური არსებობის შენარჩუნება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმიანება.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი იძულებულია, ასეთი მოწოდებით გამოვიდეს.

„დაინახეს იმ ძალებმა, რომ საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ არ გამოსდით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ამიტომ იძულებულები არიან, რომ ეს მოწოდება გააკეთონ და ამით მორალური უფლება და საფუძველი გაუჩინონ ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ წინააღმდეგობრივია ვითარება ევროკავშირის ამ სტრუქტურებში და რაოდენ გაბანკროტებულია ქართული ოპოზიცია, რადიკალები და მხოლოდ და მხოლოდ უცხოური მითითებით შეუძლიათ პოლიტიკური არსებობის შენარჩუნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები