დაჩი ცაგურია – საგამოძიებო კომისიაზე: პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, ისე კი არა ახალაია „მოდულის“ სარდაფში, რომ ტყავს აძრობდა – იბარებენ, რომ შეკითხვა დაუსვან რა ხდებოდა მაშინ, სად არის აქ ზეწოლა?

რუსეთში მიგვაქანებენო. რუსეთი კი არა, ჩრდილოეთ კორეას შეშურდება რა მდგომარეობა გვქონდა ქვეყანაში. ტელეფონებს, რომ შლიდა ხალხი და ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა. კადრები, რომ არის „კასრებში“ ამოღებული, საიდან მოვიდა ისინი? მე გადავიღე? მაგ ჭაობის პირმშო არ არის მეგის ქარდავა? კოხტა კოდუები და „კასტრილიანი“ ხალხი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.

„ძალიან დაგვიანებულია მაგრამ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“. პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანს, ისე კი არა ახალაია „მოდულის“ სარდაფში, რომ ტყავს აძრობდა ადამიანებს და თავპირს მტვრევა და მერე ქონებას აფორმებინებდნენ ადამიანებს. ღამე, რომ იღვიძებდა ხალხი და „ნიფხვით“ გარბოდნენ „მოდულის“ შენობაში და ჩუქნიდნენ ქონებებს, ისე კი არა, პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, რომ შეკითხვა დაუსვან რა ხდებოდა მაშინ. სად არის აქ ზეწოლა? როგორ შეიძლება პირდაპირ ეთერში ზეწოლა ხდებოდეს? არ არის საინტერესო, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები