ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შანტაჟის პროცესად გვიქცია
ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შანტაჟის პროცესად გვიქცია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ დღეში ვერ მოხდება.
რაც შეეხება ნორმალიზების პროცესს, ეს არ იქნება ერთდღიანი. იმიტომ, რომ თვითონ ევროკავშირი არ არის ბევრ რამეში ჩამოყალიბებული. ის, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შანტაჟის პროცესად გვიქცია ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი, მათ არც აქვთ ხედვა, რომ მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ნატო-სთან დაკავშირებული საკითხია. ლამის შევეწირეთ ნატო-ს და გვეუბნებიან, რომ ნატო-ს გაფართოება არ მოხდებაო. ეჭვი ჩნდება, რომ ევროკავშირთან დაახლოების საკითხიც რაღაცნაირად ილუზორული მიზანივით შეძლება გაგვიხადონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ევროკავშირთან მიმართებაში არ შეცვლილა და „ამ ინტერესს არასდროს გადადებს ხელისუფლება გვერდზე“.