სენაკში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ადგილზე, კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგების 187,5 კმ, ხოლო მაგისტრალური 5,5 კმ ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24 – საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 51 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.