არჩილ გორდულაძე: გახარიას და ხაზარაძის პარტიები ცდილობენ დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, თითქოს არ არიან „ნაცები“

„ნაცი“ „ნაცობას“ არ მოიშლის, მაგრამ ახლა ცდილობენ,  დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, რომ არ არიან „ნაცები“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

„რაც შეეხება ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიებს, ეს ნაცები ცდილობენ, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ როგორმე გამოეყონ საზოგადოების თვალში. არსობრივად მათი წევრები არიან. „ნაცი“ „ნაცობას“ არ მოიშლის, მაგრამ ახლა ცდილობენ,  დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, რომ არ არიან „ნაცები“ და იმ მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ, რომლისთვისაც არცერთი პარტია არ არის მოსაწონი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა – მამუკა ხაზარაძე ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები