სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონებს ენერგომომარაგება შეეზღუდება
სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ცნობით, შეზღუდვა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ ქვესადგურში “მენჯი-220” მიმდინარე გეგმურ სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულის გამო, 17 თებერვალს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სენაკის რაიონის 2 402 აბონენტს, ხოლო 18 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე – სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონის 29 660 აბონენტს. “სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.