თამთა მეგრელიშვილი: ხონის N13 სასჯელაღსრულების დაწესებულება არის ერთ-ერთი მძიმე ანარეკლი იმ რეალობისა, თუ სად და რა პირობებში უწევდათ ყოფნა პატიმრებს – ისინი, როგორც პატიმრები, იყვნენ სახელმწიფოს იმედზე და აღმოჩნდნენ სახელმწიფოს ტყვეები მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი სისტემის ხელში

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ეხმიანება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების ვიზიტს ხონის ყოფილ N13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მეგრელიშვილის განცხადებით, ხონის N13 სასჯელაღსრულების დაწესებულება არის ერთ-ერთი მძიმე ანარეკლი იმ რეალობისა, თუ სად და რა პირობებში უწევდათ ყოფნა პატიმრებს და ისინი, როგორც პატიმრები იყვნენ სახელმწიფოს იმედზე და აღმოჩნდნენ სახელმწიფოს ტყვეები მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი სისტემის ხელში.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყნის მართავზე აცხადებენ პრეტენზიას, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

„სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი და ადამიანების წამების და არაადამიანური მოპყრობის გამართლება აკრძალულია- ეს აკრძალვა აბსოლუტურია, გამონაკლისის გარეშე.
ამ უფლებაში ჩარევა ვერ გამართლდება ვერც საზოგადოებრივი ინტერესით, ვერც სხვათა უფლებებით და ვერც მსხვერპლის ქმედებებით, რაც არ უნდა საშიში იყოს ის.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილი სრულიად უგულებელყოფდა ამ დანაწესს, მისი სისტემა ხასიათდებოდა მორალური გახრწნილების ლეგალიზებით და მათთვის ადამიანების დამორჩილების ყველა მეთოდი გამართლებული იყო.
სწორედ ამ ხელწერით, მიხეილ სააკაშვილის სისტემამ აწამა და გააუპატიური ქართველი კაცი!
გავიხსენოთ, “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა წვრილმანი დანაშაულისათვის ციხეში! არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში“, – ეს იყო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა და ეს სიტყვები მან ხალხის დასამორჩილებელ იარაღად აქცია.
სწორედ ამ ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში დაიწყო მიხეილ სააკაშვილისდროინდელი პენინტენციალური სისტემის უახლესი ისტორია, რომელშიც ციხე ამ პოლიტიკური დირექტივის ნაწილი და სადომაზოხისტური ტკბობის საგანი იყო ადმინისტრაციის მხრიდან.
ციხის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ქართული ციხე ერთ-ერთი „ჩემპიონი“ იყო – ყოველ 100 000 მოსახლეზე ჩვენ 539 მსჯავრდებული გვყავდა. 2012 წლისთვის 24 141 მსჯავრდებული გვყავდა და ციხეში მხოლოდ წამებით 282 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ძალამ გაანადგურა ყველა ეთიკური პრინციპი და სტანდარტი, რომელიც ჯანსაღ საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს.
დღეს ეს ძალა ოპოზიციაშია, მაგრამ ისინი ახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საზოგადოების უმრავლესობაზე შეტევას.
მათ სურთ დაბრუნება და პრეტენზია აქვთ ქვეყნის მმართველობაზე,
ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის სადისტური რეჟიმი, რომელიც სასტიკად აწამებდა და კლავდა ადამიანებს.
ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყნის მართავზე აცხადებენ პრეტენზიას, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე,
მაგრამ ქართველმა ხალხმა, მათ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა არჩევნებში უარი გამოუცხადა დაბრუნებაზე და საგამოძიებო კომისია პოლიტიკურ ვერდიქტს დადებს რომელსაც ქართველი ხალხი მოაწერს ხელს როცა ადგილობრივ არჩევნებში კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მის მყარ მოქალაქეობროვ პოზიციას დაბრუნებაზე უთხრას არა სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ.
ხონის # 13 სასჯელაღსრულების დაწესებულება არის ერთ ერთი მძიმე ანარეკლი იმ რეალობისა თუ სად და რა პირობებში უწევდათ ყოფნა პატიმრებს.
ისინი როგორც პატიმრები იყვნენ სახელმწიფოს იმედზე და აღმოჩნდნენ სახელმწიფოს ტყვეები მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი სისტემის ხელში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები