ნინო ფოჩხუა ხონის ყოფილ N13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე: ეს ჯოჯოხეთი სააკაშვილის რეჟიმის სახეა, ამ სიკვდილის სახლის ადგილას მუზეუმი უნდა გაკეთდეს, რომ ყველამ ნახოს თუ ვინ იყო სააკაშვილი და როგორ მართავდა ქვეყანას

“ეს ჯოჯოხეთი სააკაშვილის რეჟიმის სახეა, როგორ შეიძლება ამის დავიწყება, დავიწყება კი არა და ამ სიკვდილის სახლის ადგილას მუზეუმი უნდა გაკეთდეს, ზუსტად ისეთი, როგორიც ოსვენცემი და აუშვიც-ბირკენაუა, რომ ყველამ ნახოს თუ ვინ იყო სააკაშვილი და როგორ მართავდა ქვეყანას,”- ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ვიზიტს ხონის ყოფილ N13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ფოჩხუას თქმით, დღევანდელი ოპოზიცია სწორედაც, რომ „ნაცმოძრაობის“ ჯოჯოხეთის მემკვიდრეა და მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

„ ეს ჯოჯოხეთი სააკაშვილის რეჟიმის სახეა, როგორ შეიძლება ამის დავიწყება, დავიწყება კი არა და ამ სიკვდილის სახლის ადგილას მუზეუმი უნდა გაკეთდეს, ზუსტად ისეთი, როგორიც ოსვენცემი და აუშვიც-ბირკენაუა, რომ ყველამ ნახოს თუ ვინ იყო სააკაშვილი და როგორ მართავდა ქვეყანას, განსაკუთრებით გერმანიის და პოლონეთის დიფ-სთეითის წარმომადგენლებმა, სადაც მდებარეობს ეს ავადსახსენებელი კონცლაგერების მუზეუმები. ამ საშინელების ნახვის შემდეგ ვის უნდა მოუბრუნდეს ენა დღევანდელ ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ფაქტობრივად დასასვენებელ სახლში არიან პატიმრები ან გაყიდულ ჟურნალისტებს როგორ არ რცხვენიათ, როცა ამბობენ მე მაგ დროს სკოლაში ვსწავლობდი და არ მახსოვს რა ხდებოდაო, ხო და ნახონ ეს ვიდეო და თუ ამის შემდეგ ისევ იმ აზრზე დარჩებიან, რომ სააკაშვილი დემოკრატიას აშენებდა, ივანიშვილმა კი დაანგრია დემოკრატია, არ იქნებიან ღირსი ამ ქვეყანაში ცხოვრების. დღევანდელი ოპოზიცია ამ ჯოჯოხეთის მემკვიდრეა და მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“,- წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები