ზელენსკი: თუ პუტინი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში და ვინ არა, მაშინ რუსეთის ომის მადა მხოლოდ გაიზრდება
პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვინ გაწევრიანდება ნატოში და ვინ არა, რადგან ეს რუსეთის ომის მადას გაზრდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ნავთობით ვაჭრობისა და მოსკოვის მიერ ტანკერების გამოყენების სერიოზულად შეზღუდვა.
„ზეწოლის გარეშე პუტინი უბრალოდ გააგრძელებს თამაშს ყველასთან, ვისაც ამ ომის დასრულება სურს“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკი თქმით, ის ელის, რომ მეტი სამხედრო ტყვე გათავისუფლდება.
„მდგრადი მშვიდობის გასაღები ნათელია: აგრესორმა არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ომისთვის. პუტინმა არ უნდა მიიღოს არაფერი, რაც გაამართლებს მის აგრესიას. ნებისმიერი ჯილდო მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ომი ფასდება.
თუ პუტინი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში და ვინ არა, მაშინ რუსეთის ომის მადა მხოლოდ გაიზრდება“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიზანი უნდა იყოს „რუსეთის აგრესიის შიმშილის“ სრულად დასრულება.