სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა
სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს, მათ პოზიციებს, ჰუმანიტარულ საკითხებს და ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას განიხილავენ.
მისი შესავალი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრის დროს რუსეთმა უკრაინას გადასცა “მშვიდობის მემორანდუმი”, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების პირობებს მოიცავს.
წყაროების ცნობით, დელეგაციების შემდეგ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არსებობს.