აშშ ირანზე სანქციების გამკაცრებას აჩერებს
თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აქტივობა შეჩერებული იქნება,- ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის თქმით, ახალი პოლიტიკა ჯერ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ხაზინის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანია ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ განსახორციელებლად, ფაქტობრივად, შეჩერდა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სანქციებს დაუკავშირდება, თეთრი სახლი ან შესაბამისი ადმინისტრაციის უწყებები გამოაცხადებენ.