პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კაროლ ნავროცკი

2025 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ხმა დათვლილია და პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა,-  ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ – 49.1 პროცენტი.

როგორც პოლონური მედია წერს, წინასწარი ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ვარშავის მერი ლიდერობდა.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.6 პროცენტი შეადგინა.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს, პირველ ტურში,  ხმების ნახევარზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები