მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენი დღეს გამოცხადდება

   ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ფიქტიური დასაქმების საქმეზე, დღეს განაჩენს გამოუტანს. განაჩენის გამოცხადება 12:00 საათზეა ჩანიშნული. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალად ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ. აღნიშნული მუხლები 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ვანო მერაბიშვილი განაჩენის გამოცხადებას. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ექსმინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ბრალი გასული წლის მაისში წაუყენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. საქმის განხილვა კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები